ბზის უკანონო მოპოვებაზე კონტროლი მკაცრდება. აღნიშნულთან დაკავშირებით, სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის წარმომადგენელმა ისაუბრა.
მისი ცნობით, უწყებამ უკვე გამოავლინა ბზის უკანონო მოპოვება-ტრანსპორტირების ორი ფაქტი სამეგრელოსა და კახეთის რეგიონებში, რაც 500-დან 1 000 ლარამდე ჯარიმას ითვალისწინებს. შეგახსენებთ, ბზის მოპოვება შესაძლებელია მხოლოდ კერძო საკუთრებაში არსებული სანერგეებიდან და ხელოვნურად გაშენებული პლანტაციებიდან.