ბზის მოჭრაზე კონტროლი გამკაცრდა

ბზობის დღესასწაულის მოახლოებასთან ერთად, ბზის მოჭრაზე კონტროლი განსაკუთრებით გამკაცრებულია. სანქციები წინა წლებთან შედარებით გაზრდილია. პირი, რომელიც უკანონოდ მოჭრის ბზას 2000 ლარით დაჯარიმება, ხოლო გამეორების შემთხვევაში ჯარიმა 5000 ლარით განისაზღვრება. წელს ბზის განადგურების ფაქტები შემცირებულია, ამ დრომდე მხოლოდ 3 ფაქტია გამოვლენილი, აღნიშნულთან დაკავშირებით გამოძიება ადმინისტრაციული წესით მიმდინარეობს. ბზის უკანონოდ მოჭრის, ამოძირკვის და განადგურების შემთხვევაში, თუ ზიანი 1000 ლარს აღემატება, დანაშაული სისხლის სამართლის პასუხისმგებლობად ჩაითვლება.