რუმინელების უმეტესობა ჯერ ძვირადღირებულ მანქანას ყიდულობს და მხოლოდ ამის შემდეგ ზრუნავს სახლის შეძენაზე.
ოფიციალური მონაცემებით, მარტო ბუქარესტში ორ მილიონზე მეტი ავტომობილი მოძრაობს, რაც საავტომობილო საცობების გარდა, ჰაერის დაბინძურების რისკსაც ზრდის.
ცალკე გამოწვევაა მოძველებული ტრანსპორტი და მანქანების სადგომების სიმცირე. პრობლემის დასაძლევად რუმინეთის დედაქალაქის მთავრობამ 12-წლიანი სტრატეგია შეიმუშავა, რომელიც სოლიდურ ხარჯებს მოიცავს.
გეგმის განსახორციელებლად 7 მილიარდი ევროს მობილიზებაა საჭირო. ბუქარესტის სატრანსპორტო სისტემის პრობლემებით ლევან ახალაია და თორნიკე მაისაშვილი დაინტერესდნენ.