ბუნდესტაგის დელეგაცია იუსტიციის სამინისტროში

სამუშაო ვიზიტით საქართველოში მყოფმა გერმანიის ბუნდესტაგის ევროკავშირის საკითხთა კომიტეტის დელეგაციამ, იუსტიციის სამინისტროში გამართა შეხვედრა. დელეგაციის წევრები იუსტიციის მინისტრს, რატი ბრეგაძეს შეხვდნენ. სტუმრების თქმით, შეხვედრა ოფიციალურ ფორმატში წარიმართა და მხარეებმა განიხილეს ქართული მართლმსაჯულების საკითხები.