ბულინგის სავარაუდო შემთხვევა ბათუმში.
მეხუთე კლასის მოსწავლე დუმილს არღვევს და ჰყვება, რომ თვენახევრის განმავლობაში ფსიქოლოგიური ზეწოლისა და ძალადობის მსხვერპლი იყო. მოძალადეები, მისი ინფორმაციით, მასზე ასაკით უფროსი ბიჭები იყვნენ.
ვიდრე გამოძიება საქმესთან დაკავშირებით საბოლოო შედეგს დადებს, განათლების სამინისტრო სკოლებში ბულინგის პრობლემის მოგვარების მიზნით, სიახლეებს აანონსებს. მათ შორის არის ფსიქოლოგიური სამსახურის გაძლიერება და მანდატურების ხელფასების გაზრდა.