სპორტსმენებზე განხორციელებულ ფსიქოლოგიურ ზეწოლაზე ისაუბრეს დღეს საქართველოს იუსტიციის მინისტრმა და თბილისის მერმა. რატი ბრეგაძის განმარტებით, თუკი რომელიმე სპორტსმენი გარკვეულ აზრს არ ეთანხმება, მათზე პირდაპირი ფსიქოლოგიური ბულინგი მიმდინარეობს. მისი შეფასებით, „ნაციონალური მოძრაობა“ ბოლშევიკური ძალაა.
კახა კალაძე გმობს სპორტსმენების მიმართ განხორციელებულ ზეწოლას და თვლის, რომ ასეთ მიდგომას ევროპულ ღირებულებებთან არანაირი კავშირი არ აქვს.