პოლიტიკური შეფასებების თემაა ის ბულინგი და კრიტიკა, რომელიც ფონდ „ქართუს“ მიერ დაწესებული 30 მილიონი ლარის ჩარიცხვის შემდეგ საქართველოს ნაკრების წევრების მადლობას მოჰყვა.
ბიძინა ივანიშვილის საქველმოქმედო ფონდ „ქართუს“ მიერ გამოყოფილი 30 მილიონი ლარი საქართველოს საფეხბურთო ნაკრებმა და სამწვრთნელო შტაბმა უკვე მიიღო. გუნდის კაპიტანი გურამ კაშია ბიძინა ივანიშვილს, ფონდ „ქართუს“ და გულშემატკივარს ნაკრების სახელით მადლობას უხდის შრომის დაფასებისა და მხარდაჭერისთვის.
ამ განცხადებას ქართველი ფეხბურთელების მისამართით სოციალურ ქსელებში გარკვეული ჯგუფებისა თუ ინდივიდების მხრიდან კრიტიკა მოჰყვა.