სოციალურ ქსელებსა და პოლიტიკურ წრეებში მწვავე კრიტიკის შემდეგ, მოძრაობა „სირცხვილია“ გადაწყვეტილებას ცვლის.
მოძრაობა „გამჭვირვალობის შესახებ კანონის“ მოთხოვნის შესაბამისად უცხოური ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციათა რეესტრში აღარ დარეგისტრირდება. ოფიციალურ განცხადებაში ნათქვამია ისიც, რომ თანამდებობას ტოვებს გენერალური დირექტორი გიორგი მჟავანაძე, მოძრაობა კი საქმიანობას ახალი ხელმძღვანელობით გააგრძელებს. „სირცხვილიამ“ საერთო რეესტრში რეგისტრაციის შესახებ სპეციალური ვიდეო მიმართვა გუშინ გაავრცელა და ეს გადაწყვეტილება ხელისუფლებისთვის ჯარიმების არ გადახდითა და კანონის ახალი რედაქციით ახსნა. არგუმენტები მისაღები არ აღმოჩნდა ადამიანების გარკვეული ჯგუფებისა და პოლიტიკური სპექტრისთვის.
კრიტიკა, წაშლილი ვიდეო და გადაწყვეტილების შეცვლის მიზეზები ნახეთ თამარ წიკლაურის რეპორტაჟში.