მოსწავლეებს შორის ბულინგით, რომელიც ხორავას ქუჩაზე მომხდარი შემზარავი დანაშაულის მიზეზი გახდა, სახალხო დამცველი ინტერესდება.
დღეს გასაჯაროებული კვლევა აჩვენებს, რომ სხვადასხვა ნიადაგზე მოზარდების ჩაგვრა სკოლების ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა.
ომბუდსმენის აპარატის მიერ გამოკითხული მოზარდების პასუხების მიხედვით, მოსწავლეების ნაწილი როგორც სიტყვიერი, ისე ფიზიკური ძალადობის მსხვერპლი არცთუ იშვიათად ხდება.
რესპონდენტებს ასევე ჰკითხეს, რამდენად უსაფრთხოა სასწავლო გარემო, რასაც ანგარიშში ასევე დაბალი შეფასება აქვს.
სპეციალისტები კვლევის შედეგებს შემაშფოთებლად მიიჩნევენ და განათლების სამინისტროს რეაგირებას სთხოვენ.