ევროკავშირის საბოლოო გადაწყვეტილების წინ საქართველო ევროგაერთიანების წევრი ქვეყნებისგან მხარდამჭერ გზავნილებს იღებს.
ევროპულ ოჯახში გაწევრიანების გზაზე საქართველოს ურყევ მხარდაჭერას უცხადებს ბულგარეთის პარლამენტი. ქვეყნის საკანონმდებლო ორგანომ შესაბამის დეკლარაციას მხარი უკვე დაუჭირა. პარალელურად, პოზიტიურ გზავნილებს იღებს პირისპირ შეხვედრებისას საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელი. ილია დარჩიაშვილი ოფიციალური ვიზიტით სწორედ ბულგარეთში იმყოფება.