პრემიერ-მინისტრი ბულგარეთის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარეს შეხვდა.
საუბარი ქვეყნებს შორის არსებულ ორმხრივ ურთიერთობებს და თანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივას შეეხო. ხაზი გაესვა მაღალი დონის ვიზიტების გააქტიურების აუცილებლობას. განიხილეს ქვეყნებს შორის არსებული სავაჭრო და ეკონომიკური ურთიერთობები. აღინიშნა, რომ ვაჭრობა და ეკონომიკა მნიშვნელოვანი სფეროებია, რადგან ბულგარეთი მუდმივად რჩება საქართველოს სავაჭრო პარტნიორთა ათეულში. გამოითქვა მზადყოფნა, ერთობლივი ძალისხმევით გაფართოვდეს საინვესტიციო თანამშრომლობა ეკონომიკის სხვადასხვა სექტორში.