ბუდაპეშტმა ევროკომისია წევრი ქვეყნების მიმართ შერჩევით ურთიერთობაში დაადანაშაულა. ამის მიზეზი უნგრეთში დაგეგმილი კომისართა კოლეგიის ვიზიტის ჩაშლაა. ევროკავშირის საკითხებში უნგრეთის მინისტრი იანოშ ბოკა სოციალურ ქსელში წერს, რომ ევროკავშირი საერთაშორისო ორგანიზაციაა, რომელიც წევრი სახელმწიფოებისგან შედგება, ევროკომისია კი ევროკავშირის ინსტიტუტია. „ევროკომისიას არ შეუძლია, შერჩევით შეარჩიოს ინსტიტუტები და წევრი ქვეყნები, რომლებთანაც მას სურს თანამშრომლობა. ნუთუ, ევროკომისიის ყველა გადაწყვეტილება პოლიტიკურ მოსაზრებებს ეფუძნება?“ – წერს ბოკა სოციალურ ქსელში. ცნობისთვის, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები უნგრეთის მიერ ორგანიზებული მინისტერიალისთვის ბოიკოტის გამოცხადებას აპირებენ და აგვისტოში ალტერნატიული შეხვედრის გამართვას გეგმავენ.