ბრწყინვალე აღდგომა ზუგდიდის ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ტაძარში
სააღდგომო ლიტურგია აღევლინა სამეგრელო-ზემო სვანეთის ყველა ტაძარშიც. ზუგდიდის ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სახელობის მშენებარე საკათედრო ტაძარში, სადღესასწაულო ლიტურგია ზუგდიდისა და ცაიშის, ავსტრიისა და გერმანიის მიტროპოლიტმა, მეუფე გერასიმე შარაშენიძემ აღავლინა. მეუფემ მრევლს უდიდესი საუფლო დღესასწაული მიულოცა. სადღესასწაულო წირვის შემდეგ, ტაძარში შეკრებილ მრევლს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის სააღდგომო ეპისტოლე გააცნეს.