ბრიუსელში ნატოს საგარეო საქმეთა მინისტერიალისთვის ემზადებიან

ხუთშაბათს საქართველოს საგარეო საქმეთა ახალ მინისტრს ნატოში ელოდებიან.

საგარეო საქმეთა მინისტერიალის წინ დაგეგმილია გაცნობითი ხასიათის შეხვედრა ალიანსის გენერალურ მდივანთან. მინისტერიალის დღის წესრიგის მთავარი თემა უკრაინაა. მონაწილეები იმსჯელებენ, თუ რა დამატებით ზომებს უნდა მიმართონ ალიანსის წევრებმა რუსეთის სისასტიკის შესაჩერებლად და როგორ უნდა დაეხმარონ იმ ქვეყნებს, რომლებიც რუსეთის აგრესიის საფრთხის წინაშე არიან. სტოლტენბერგის მთავარი გზავნილია, რომ მოლაპარაკებების მაგიდასთან უკრაინის მიერ მეტის მიღწევა ნატოს მხრიდან მის მეტ სამხედრო მხარდაჭერაზეა დამოკიდებული. პროგნოზი უცვლელია: ორგანიზაციის გენერალური მდივანი დარწმუნებულია, რომ რუსეთის შეიარაღებული ძალების გადაჯგუფების შემდეგ უკრაინის სამხრეთით და აღმოსავლეთით ახალი შეტევებია მოსალოდნელი.