ბრიუსელში ნატო-ს თავდაცვის მინისტერიალი იხსნება. ალიანსის შტაბბინაში, „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის ფორმატში გამართულ შეხვედრაში, საქართველოს თავდაცვის მინისტრი მიიღებს მონაწილეობას. ირაკლი ღარიბაშვილი სიტყვით გამოვა საერთაშორისო მისიაში მონაწილე ქვეყნების თავდაცვის მინისტრების წინაშე და გლობალური უსაფრთხოების უზრუნველყოფის მნიშვნელობასა და მასში საქართველოს წვლილზე ისაუბრებს.
დაგეგმილია საქართველოს თავდაცვის მინისტრის შეხვედრა ნატო-ს გენერალურ მდივანთან, იენს სტოლტენბერგთან.