„ბრიტანული სასწავლო უნივერსიტეტი საქართველოში“ ოფიციალურად გაიხსნა.
ცერემონია პანდემიის გამო დღეს გაიმართა, თუმცა სასწავლებელი უკვე ერთი წელია ფუნქციონირებს. უნივერსიტეტი მჭიდროდ თანამშრომლობს ბუკინგემისა და ასევე სხვადასხვა ქვეყნის უნივერსიტეტებთან. ის საბაკალავრო ინგლისურენოვან პროგრამებს მოიცავს. ღონისძიებას გაერთიანებული სამეფოს საელჩოსა და საქართველოს მთავრობის წევრები დაესწრნენ.