ქართული ღვინის მწარმოებელ კომპანიებს კახეთში ბრიტანელი იმპორტიორების, საცალო მოვაჭრეების, ბაიერებისა და სომელიეების ჯგუფი ეწვია. მათ სხვადასხვა სტილის ქართული ღვინო დააგემოვნეს. თბილისში გამართულ სპეციალურ დეგუსტაციაზე კი ბრიტანელი სტუმრები 20 კომპანიის სხვადასხვა დასახელების ღვინოს გაეცნენ.