„ბრიქსის“ სამიტი

რუსეთის ქალაქ ყაზანში „ბრიქსის“ სამიტის ბოლო დღეს გაფართოებული ფორმატის შეხვედრა გაიმართა, რომელსაც 40-მდე ქვეყნის წარმომადგენელი ესწრებოდა. შეხვედრაზე იმყოფებოდნენ დსთ-ის, აზიის, აფრიკის, ლათინური ამერიკის ქვეყნების ლიდერები და საერთაშორისო ორგანიზაციების ხელმძღვანელები. დღის წესრიგის მიხედვით, შეხვედრაზე განიხილება მსოფლიო საზოგადოებისთვის ყველაზე აქტუალური საკითხები: კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარება, მდგრადი განვითარება, სიღარიბის აღმოფხვრა, კლიმატის ცვლილების ადაპტაცია, ტექნოლოგიებისა და ცოდნის გაცვლა, ტერორიზმსა და ტრანსსასაზღვრო დანაშაულთან ბრძოლა. მასპინძელი რუსეთის პრეზიდენტის თქმით, გაერო-მ უნდა განაგრძოს ცენტრალური როლის თამაში მშვიდობისა და უსაფრთხოების შენარჩუნებაში. შეხვედრაში მონაწილეობდნენ აზერბაიჯანისა და სომხეთის ლიდერებიც, რომლებმაც სამიტის ფარგლებში ორმხრივი შეხვედრაც გამართეს.