ტაქსის მძღოლებს ავტომობილების თეთრად გადაღებვის ნაცვლად, მასზე ფირის გადაკვრა შეეძლებათ,- ამის შესახებ ბრიფინგზე ილია ელოშვილმა, მერის მოადგილემ განაცხადა.
მისი თქმით, მნიშვნელოვანია, დედაქალაქში მოწესრიგებული ტაქსები მოძრაობდეს, ამიტომ მერია დათმობაზე წავიდა.
საკითხთან დაკავშირებით კომენტარი კახა კალაძემაც გააკეთა.