სალომე ზურაბიშვილისა და მისი ოჯახის წევრების მიმართ მუქარის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოძიება მიმდინარეობს.
უწყების ინფორმაციით, კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევის და მუქარის ფაქტზე გამოძიება 10 ნოემბერს სალომე ზურაბიშვილის მიმართვისთანავე დაიწყო.
პრეზიდენტობის კანდიდატის დღევანდელ განცხადებას შეფასებები უკვე მოყვა პოლიტიკოსების მხრიდან.