სხვადასხვა მედიაში პოლიციის თანამშრომლების მიმართ გავრცელებულ ინფორმაციას შსს პოლიციის დისკრედიტაციის მცდელობად აფასებს. უწყების სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის ხელმძღვანელი ამბობს, რომ მსგავსი არასწორი ინფორმაციის გავრცელება პოლიციის მიმართ მიზანმიმართული თავდასხმაა. ნინო გიორგობიანის თქმით, არსებობს გადაცდომის ცალკეული შემთხვევები, რაზეც უწყება რეაგირებს და საზოგადოებას პერიოდულად ინფორმაციას აწვდის. ასევე განცხადება გააკეთა საპატრულო პოლიციის თანამშრომელმა გელა კვაშილავამ, რომელიც ნარკოტიკების საქმეზე მის მიმართ გავრცელებულ ინფორმაციას ტყუილს უწოდებს და სასამართლოში ჩივილს აპირებს.