ბრიფინგი საქსტატში

2024 წლის 1 იანვრის მდგომარეობით, საქართველოს მოსახლეობის რიცხოვნობამ 3 მილიონ 694.6 ათასი ადამიანი  შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით 1.1 პროცენტით ნაკლებია.

საქსტატი მონაცემებს მიგრაციის მაჩვენებელზეც აქვეყნებს, გასულ წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 245 064 ადამიანი შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით, 95.6 პროცენტით მეტია. საქსტატის ხელმძღვანელმა დღეს მიგრაციის სალდო განმარტა.