ბრიფინგი „ქართული ოცნების“ ოფისში

„ქართული ოცნება“ ქვეყნის მასშტაბით წინასაარჩევნო კამპანიას აფასებს და აქცენტს ოპოზიციის პასიურობაზე აკეთებს. შალვა პაპუაშვილის განმარტებით, ოპოზიცია ფაქტობრივად წინასაარჩევნო კამპანიას არ აწარმოებს, რაც, მისი თქმით, იმაზე მიანიშნებს, რომ რადიკალური ოპოზიცია 2 ოქტომბრის არჩევნებზე გარდაუვალ მარცხს უკვე შეგუებულია და არჩევნების მეორე დღეს არეულობისთვის ემზადება.