ბრიფინგი „ქართული ოცნების“ ოფისში

„ქართული ოცნება“ ოპოზიციურ პარტიებს მოუწოდებს, თვითმმართველობის არჩევნების დისკრედიტაციის ნაცვლად, წინასაარჩევნო კამპანია კოვიდ-რეგულაციების დაცვით წარმართონ.

პარტიის ლიდერები, შალვა პაპუაშვილი და მამუკა მდინარაძე დღეს არჩევნების გადადების საკითხზე ოპონენტების განცხადებებს გამოეხმაურნენ. მათი თქმით, ოპოზიციურ პარტიებს არჩევნებში წარმატების არავითარი შანსი არ გააჩნიათ და სწორედ ამიტომ სურთ კენჭისყრის გადადება. მმართველი გუნდის თქმით, არჩევნებზე დაცული იქნება თითოეული მოქალაქის უსაფრთხოება.