შალვა პაპუაშვილი ოპოზიციის დეზინფორმაციულ კამპანიაზე საუბრობს. „ქართული ოცნების“ წევრის განცხადებით, რამდენიმე დღის წინ, საარჩევნო ადმინისტრაციამ შეაჯამა 2 ოქტომბრის არჩევნების შედეგები, რომლის მიხედვითაც, 64-დან 44 მუნიციპალიტეტში მერად არჩეულია „ქართული ოცნების“ კანდიდატი, მეორე ტურში გავიდა მმართველი პარტიის ყველა წარმომადგენელი. მან არჩევნების მეორე ტურის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ „ქარული ოცნება“ ამჯერადაც დამაჯერებლად გაიმარჯვებს.