გიორგი გახარიას პარტიის წევრები მათზე და მათი მხარდამჭერების მიმართ ზეწოლაზე საუბრობენ. „საქართველოსთვის“ წარმომადგენელი აცხადებს, რომ „ქართული ოცნების“ მხრიდან აქტიურად ხდება მუქარა და დაშინება. გიგა ფარულავას თქმით, ზეწოლის გამო, კანდიდატურა მოიხსნა მათი პარტიის პროპორციული სიის მე-19 ნომერმა, გიორგი ჯოჯუამ. ეს კი პირველი შემთხვევა არ არის. აღნიშნულთან დაკავშირებით, მათ უკვე მიმართეს საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციებს.