პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერი ბექა ლილუაშვილი არჩევნების გაყალბების პირობებში ქვეყნის ეკონომიკური პერსპექტივების გაუარესებაზე საუბრობს. მისი თქმით, ლარის კურსი ხელოვნურად არის შენარჩუნებული, ეროვნული ბანკის რეზერვების გაყიდვის ხარჯზე.
რაც შეეხება არჩევნებთან დაკავშირებულ გამოძიებას, მისი განცხადებით, გამოძიება ხელოვნური და იმიტირებულია და ისინი ამ პროცესს არ ენდობიან. ბექა ლილუაშვილი აუცილებლობად მიიჩნევს, რომ ცესკო-მ ამომრჩეველთა ბაზები ხელმისაწვდომი გახადოს ნეიტრალურ პლატფორმაზე, რომ ამომრჩევლებმა საკუთარი მონაცემები გადაამოწმონ, თუმცა, ბექა ლილუაშვილის განცხადებით, ცესკო-ში ამაზე უარს ამბობენ.