მოახლოებულ არჩევნებთან დაკავშირებით, „ქართულ ოცნებაში“ ბრიფინგი გაიმართა. პარტიის ერთ-ერთმა წევრმა გივი მიქანაძემ წინასაარჩევნო გარემო მიმოიხილა და განსაკუთრებით გამოყო ბულინგის კამპანია, რომელიც მისივე თქმით, ამჯერად სპორტსმენების, განსაკუთრებით კი ოლიმპიელების მიმართ ხორციელდება. გივი მიქანაძე ამბობს იმასაც, რომ სიძულვილის ენას არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და სამოქალაქო აქტივისტები ავრცელებენ.