ბათუმის ორგანიზაციის შემდეგ, შიდაპარტიულ არჩევნებთან დაკავშირებით, საგანგებო ბრიფინგი გამართა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ქუთაისის ორგანიზაციამ. მათ სრული მხარდაჭერა გამოუცხადეს პარტიის მოქმედ თავმჯდომარეს, ნიკა მელიას. მათი განცხადებით, ახლა პარტიის მთავარი მიზანი მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებაა და ამბობენ, რომ ამისთვის აუცილებელია თავმჯდომარის პოსტზე კვლავ ნიკა მელია აირჩიონ. დღესვე ქუთაისში შეიქმნა შტაბი, რომლის ხელმძღვანელად გაგა მანაგაძე დაასახელეს, საორგანიზაციო მდივნის პოზიცია კი პაატა ღაჭავამ დაიკავა.