„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ დაანონსებული აქციისთვის ემზადება. მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ გადაყვანის მოთხოვნით დაანონსებულ აქციებზე, დიმიტრი შაშკინმა პარტიის ოფისში ბრიფინგი გამართა. მისი განცხადებით, თბილისის გარდა აქციები გაიმართება ბათუმსა და მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქში. აქციებში მონაწილეობას მიიღებს ქართული და უკრაინული დიასპორა. აქციებთან დაკავშირებით, „ქართულ ოცნებაში“ აცხადებენ, რომ მათ პროტესტის ამგვარი ფორმებისგან არანაირი მოლოდინი არ აქვთ.