ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციას დღეს საგანგებო ბრიფინგით გამოეხმაურნენ „ნაციონალურ მოძრაობაში“. თინა ბოკუჩავას განცხადებით, ის ფაქტი, რომ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებმა ბუქარესტში დეკლარაციას მხარი არ დაუჭირეს, ღალატის ტოლფასია.
შეგახსენებთ, რომ უმრავლესობის წევრების მხრიდან პროტესტის მიზეზი გახდა შესწორება, რომელიც ოკუპირებული რეგიონების შესახებ მომზადდა, თუმცა საბოლოოდ ტექსტში აღარ მოხვდა. თინათინ ბოკუჩავას დღეს უმრავლესობაში უპასუხეს.