„ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები თინა ბოკუჩავა და გიორგი ვაშაძე აშშ-ში „დემოკრატიული პარტიის“ კონგრესზე დასასწრებად გაემგზავრნენ.
კოალიციის წევრების განცხადებით, მმართველმა პარტიამ ქართულ-ამერიკული ურთიერთობები დაანგრია და ამის ფონზე, აღნიშნული ვიზიტი საქართველოს ინტერესებს და ქართულ-ამერიკული ურთიერთობების შენარჩუნებას ემსახურება.