ბრიფინგი „ნაციონალურ მოძრაობაში“

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გლდანის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლისა და თბილისის საკრებულოს წევრის, ირაკლი ეძგვერაძის განცხადებით, 22 სექტემბერს გლდანში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, ის გამოძიებასთან თანამშრომლობას არ აპირებს. ეძგვერაძე შესაბამის უწყებებს მოქმედებისკენ თავად მოუწოდებს. როგორც ეძგვერაძე აცხადებს, მასზე თავდასხმაში 40-მდე ადამიანი მონაწილეობდა, თუმცა დაკავებული მხოლოდ ექვსი პირია.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ საკრებულოს დეპუტატისა და მისი მეგობრების ჯგუფურად ცემის ბრალდებით ექვსი პირი დააკავა.