გიორგი ბოტკოველი 29 აგვისტოს ღვინის ეროვნულ სააგენტოს სადეპუტატო კითხვით მიმართავს. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ინტერესდება, რამდენი კილოგრამი ყურძენი ჩაბარდა ამა თუ იმ მუნიციპალიტეტში. ბოტკოველი დარწმუნებულია, რომ „ქართულმა ოცნებამ“ მევენახეების წინააღმდეგ კამპანია დაიწყო, რის გამოც, ისინი ყურძენს ვეღარ აბარებენ.
„ნაციონალური მოძრაობა“ რთველის სუბსიდირებისთვის გათვალისწინებული თანხის დაზარალებული მოსახლეობისთვის გადაცემის ინიციატივით გამოდის. ამ ინიციატივას არ იზიარებენ პარტია „გირჩში“, სადაც ფიქრობენ, რომ რთველის სუბსიდირების პროგრამა საერთოდ გასაუქმებელია.
საზოგადოებაში ნიჰილიზმის გაჩენა და პროგრესისთვის ხელის შეშლა – მმართველ გუნდში ამბობენ, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ მთავარი მიზანი სწორედ ეს არის.