ბრიფინგი „ნაციონალურ მოძრაობაში“

„ნაციონალური მოძრაობა“ ითხოვს საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ სასწრაფოდ დაიწყოს გამოძიება საპროტესტო აქციების დროს სამართალდამცველთა მხრიდან შესაძლო დანაშაულის ჩადენის ფაქტებზე. ამასთან, პარტია მიიჩნევს, რომ გამოძიების დასრულებამდე უფლებამოსილება უნდა შეუჩერდეს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის მაღალჩინოსანს, ზვიად ხარაზიშვილს. გიორგი კაპანაძის განცხადებით, საზოგადოებამ იხილა მედიის მიერ გავრცელებული ვიდეო-მტკიცებულებები, სადაც ნათლად ჩანს, თუ როგორ ძალადობენ სპეცრაზმის თანამშრომლები წაქცეულ ახალგაზრდაზე. კაპანაძის თქმით, სამართალდამცველთა ნაწილმა გადაამეტა საკუთარ უფლებამოსილებას და იძალადა ახალგაზრდებზე.