„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების საკითხზე შეხვედრების გამართვას სტრასბურგში გეგმავს. საკითხზე დღეს ბრიფინგი ლევან ხაბეიშვილმა გამართა. მისი თქმით, სტრასბურგში პეტრე ცისკარიშვილი და გიორგი ჩალაძე მიემგზავრებიან.