„ნაციონალური მოძრაობის“ წევრები ეჭვობენ, რომ მმართველმა პარტიამ შესაძლოა სანქცირებული რუსული ოქრო, საქართველოში მოპოვებულად გაასაღოს და ქვეყნის გავლით უკანონო რეექსპორტი მოახდინოს, – ამის შესახებ ბრიფინგი ლევან ხაბეიშვილმა და პეტრე ცისკარიშვილმა გამართეს. ისინი მიიჩნევენ, რომ თუ საქართველოში სანქცირებული ოქრო მოხვდება, ის „არემჯი გოლდის“ მიერ მოპოვებულად გასაღდება.