ბრიფინგი „ნაციონალურ მოძრაობაში“

ზაალ უდუმაშვილი „ნაციონალურ მოძრაობას“ ტოვებს და მედიას უბრუნდება. ამის შესახებ მან პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. ზაალ უდუმაშვილის განცხადებით, დღეს თავისუფალ სიტყვას და დამოუკიდებელ მედიას საფრთხე ემუქრება და სწორედ ამიტომ მისი გამოცდილებიდან გამომდინარე მიიღო გადაწყვეტილება, რომ მედიაში ბრუნდება.