„ნამახვანჰესის“ მშენებლობის მოწინააღმდეგეებს სოლიდარობა გამოუცხადეს დღეს „ლეიბორისტულ პარტიაში“. ლაშა ჩხარტიშვილი ამბობს, რომ მშენებლობა ხელისუფლების პირად ინტერესებს ემსახურება, ეკოლოგიას და მოსახლეობას კი დიდი რისკის ქვეშ აყენებს. შრომის პარტიაში მმართველ გუნდს მოუწოდეს, ჰესის მშენებლობა შეაჩერონ, წინააღმდეგ შემთხვევაში, საპროტესტო გამოსვლების გაგრძელებას აანონსებენ.
მოამბე