„ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი, შალვა ნათელაშვილი აცხადებს, რომ „ქართულმა ოცნებამ“ არამარტო გააყალბა არჩევნები, არამედ დამკვირვებლების ნაწილიც მოისყიდა. შესაბამისად, მისივე განმარტებით, იმ უბნების დამკვირვებლებს, სადაც პარტიამ ვერცერთი ხმა ვერ აიღო, ხელფასებს არ ჩაურიცხავს.
როგორც ნათელაშვილმა დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა, „ლეიბორისტულმა პარტიამ“ სახელმწიფო ბიუჯეტს უკან გადაურიცხა 67 000 ლარი, რაც დამკვირვებლების ანაზღაურებისთვის იყო განსაზღვრული.