ეროვნული გალერეასა და სიღნაღის ისტორიულ-ეთნოგრაფიულ მუზეუმში 2022 წლისთვის გამოფენების კალენდრის შედგენაზე დაიწყო მუშაობა. განაცხადებს დღეიდან 10 დეკემბრამდე მიიღებენ და მას საგამოფენო კომისია განიხილავს. პროექტის წარდგენის საშუალება ექნება ავტორს, ავტორთა ჯგუფს, პროექტის კურატორსა და ორგანიზაციას. პრიორიტეტი მიენიჭება რეტროსპექტულ გამოფენებს; პერსონალურ და ჯგუფურ კონცეპტუალურ გამოფენებს; საქართველოსა და უცხოეთის მუზეუმებისა და კერძო კოლექციების ექსპონატთა გამოფენებს; სხვა მუზეუმებსა და ინსტიტუციებთან ლოკალურ და საერთაშორისო დონეზე თანამშრომლობის შედეგად მომზადებულ ექსპოზიციებს.
მოამბე