პარტია „ლელოს“ წევრები თანაგუნდელების კოალიციიდან წასვლას ეხმაურებიან. აჭარის უმაღლესი საბჭოს პარტიული სიის ორი წევრის მწვავე განცხადებებსა და პარტიის დატოვებას, თბილისსა და ბათუმში ბრიფინგით უპასუხეს. „ლელოში“ დარწმუნებულები არიან, რომ ამ ყველაფრის უკან სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური დგას, რომელმაც კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ წინააღმდეგ სპეცოპერაცია დაიწყო. კოალიციის ლიდერები ამბობენ, რომ მათ თანაგუნდელებზე სუს-ის მხრიდან ზეწოლა და მუქარა ხორციელდება.