ბრიფინგი განათლების სამინისტროში

17 ივნისს, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში სკოლის თვითმმართველობის უმაღლესი ორგანოს, – სამეურვეო საბჭოს არჩევნები ჩატარდება.

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, კანდიდატთა რეგისტრაცია 5 ივნისიდან დაიწყება და 11 ივნისს დასრულდება. სამეურვეო საბჭოს შემადგენლობაში შედიან მასწავლებლები, მოსწავლეთა მშობლები და საშუალო საფეხურის მოსწავლეთა თვითმმართველობების მიერ არჩეული წარმომადგენლები. სკოლის სამეურვეი საბჭო ირჩევს დირექტორს, ამტკიცებს სკოლის შინაგანაწესს, ბიუჯეტს, ითანხმებს სასკოლო სასწავლო გეგმას. საბჭოში მასწავლებლებისა და მოსწავლეთა მშობლების არჩევა, 3 წლის ვადით ხდება.