ბრიფინგი გამოცდების ეროვნულ ცენტრში

ერთ-ერთი აბიტურიენტისთვის „კოვიდ-19“-ის დადასტურების შემდეგ, დამატებითი პრევენციული ღონისძიების გატარება არ იგეგმება და უსაფრთხოების ზომების გამკაცრების რეკომენდაცია შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრს ჯანდაცვის სამინისტროსგან არ მიუღია, – ამის შესახებ ცენტრის ხელმძღვანელმა განაცხადა.

სოფო გორგოძე ამბობს, რომ ეპიდემიის პირობებში საგამოცდო პროცესი, საერთო ჯამში, მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს. იყო შემთხვევები, როდესაც დასაშვები ნორმით სიცხიანი აბიტურიენტები სარეზერვო ოთახებში განათავსეს. რაც შეეხება იმ ცხრა აპლიკანტს, რომელებიც ოთახში, კოვიდინფექციის მქონე აბიტურიენტთან ერთად იმყოფებოდნენ, ისინი შემდეგ გამოცდას სპეციალურად მათთვის გამოყოფილ ოთახებში დაწერენ, სადაც უსაფრთხოება უფრო მკაცრად იქნება დაცული.