ბრიფინგი გაერთიანებული ოპოზიციის შტაბში

გაერთიანებული ოპოზიციის შტაბში კიდევ ერთი ბრიფინგი გაიმართა.

გიორგი ვაშაძის მტკიცებით, დიდუბის მე-12- და მე-13 უბნებზე, რომელიც ერთ შენობაშია განთავსებული, დგას შავი ჯიპი.

ამომრჩევლები ჯერ მიდიან მე-12 უბანზე, აძლევენ ხმას და შემდეგ იგივე ადამიანები იცვლიან ტანსაცმელს და შედიან მე- 13 უბანზე.

„მოამბე“ ორივე საარჩევნო უბანზე იმყოფებოდა.