გაერთიანებული ოპოზიცია აცხადებს, რომ ცესკო გაყალბების ახალ სქემას ამზადებს. დღეს ამ თემაზე პარტიის ოფისში ბრიფინგი გაიმართა. ლევან ბეჟაშვილის თქმით, მარტო სამგორის საარჩევნო ოლქში შექმნილი არის სპეციალური სიები, რომლითაც ჩანს, რომ საარჩევნო სია პირველ ტურთან შედარებით 1 329 პოლიციელით და სამხედრო მოსამსახურითაა გაზრდილი.
ბრალდებას გამოეხმაურა სარჩევნო კომისია. ცესკოს პრესსპიკერის, ანა მიქელაძის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობის“ ბრალდება სპეციალურ სიებთან დაკავშირებით უსამართლოა, რადგან სპეც-სიებს არა ცესკო, არამედ ის უწყებები ადგენენ, ვინც იცის, რომ მათი თანამშრომლები სამსახურებრივი მოვალეობის გამო, რეგისტრაციისგან განსხვავებულ მისამართზე იქნებიან.