ბრიფინგი „ევროპულ საქართველოში“

„ევროპული საქართველო“ კვლავ არჩევნების გაყალბებაზე საუბრობს. პარტიის ლიდერებმა დღეს კონკრეტული რიცხვები წარმოადგინეს, რომელიც, მათი თქმით, გაყალბების დინამიკას ასახავს 2016 და 2012 წლის არჩევნებთან შედარებით.

პარტიაში ამბობენ, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე დარღვევების რაოდენობა მკვეთრად არის გაზრდილი და სწორედ ეს არის მიზეზი, რის გამოც ოპოზიცია მის ლეგიტიმურობას არ აღიარებს.