„ერთიანობა – ნაციონალურ მოძრაობაში“ შესაძლო მოსყიდვის ფაქტებზე ბრიფინგი გაიმართა. კოალიციის ერთ-ერთი ლიდერის, თამარ კორძაიას განცხადებით, სააფთიაქო ქსელი „ფარმა სახლი“ და მაღაზია „მადაგონი“ „ქართულ ოცნებას“ ძალაუფლების შენარჩუნებაში ეხმარება. კერძოდ, კორძაია ამბობს, რომ აღნიშნული ობიექტები ოცნების მიერ დარიგებულ 50-ლარიან ვაუჩერებს აღადგენენ. ეს კი მისივე თქმით, საარჩევნო კანონმდებლობის თანახმად, ამომრჩევლის მოსყიდვაა.