ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქციის წევრები „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის პოსტზე ნიკა მელიას უჭერენ მხარს. ამის შესახებ ფრაქციის დეპუტატებმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს.
ფრაქციის წევრები ასევე გამოეხმაურნენ ლევან ხაბეიშვილის განცხადებას, რომ ნიკა მელია რეგიონებში საკრებულოების წარმომადგენლებს ურეკავს და მხარდამჭერი ბრიფინგების გამართვას სთხოვს. მათი თქმით, ეს ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება.
„ნაციონალური მოძრაობის“ ზუგდიდის ორგანიზაციის წევრი, ლევან კონჯარია საკრებულოს წევრების ბრიფინგს გამოეხმაურა. მისი განცხადებით, რაიონული ორგანიზაციის წევრების ნაწილი მხარს ლევან ხაბეიშვილს უჭერს.