26 ოქტომბრის არჩევნებისათვის საოლქო საარჩევნო კომისიების დროებითი წევრების შესარჩევად კონკურსი გამოცხადდა, განკარგულება ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ გუშინ, 27 აგვისტოს გამართულ სხდომაზე მიიღო. კონკურსში მონაწილეობის მსურველებს საბუთების წარდგენა მატერიალური სახით დღეს და ხვალ, 18:00 საათის ჩათვლით შეუძლიათ. დოკუმენტაცია შესაძლებელია განმცხადებელმა წარადგინოს სპეციალური ელექტრონული პლატფორმის საშუალებითაც.